შპს ,,იფანი“ ჩამოყალიბდა 21 წლიანი გამოცდილების მქონე სამრეწველო და საპროექტო კომპანიების გაერთიანების შედეგად. არსებობის მანძილზე ქართულმა კომპანიამ საკუთარი ძალებით, პროდუქციის ფართო და მაღალხარისხოვანი ასორტიმენტით შეძლო დაემკვიდრებინა ადგილი ქართულ ბაზარზე; დღესაც იგი განაგრძობს უახლოესი ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებას.
კომპანია ,,იფანის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის კარისა და ავეჯის დამზადება, რის საშუალებასაც წარმოებას აძლევს თანამედროვე დაზგა–დანადგარები და მაღალკვალიფიცირებული მომსახურე პერსონალი.
კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს:

  • ხის სხვადასხვა ჯიშებისგან იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ მ.დ.ფ.–ის პროფილიან და შპონირებულ კარებს
  • კლასიკურ და მოდერნის სტილში გადაწყვეტილ ავეჯსა და რბილ ავეჯს
  • ტენმედეგ ფანჯრის რაფებს
  • საოფისე ავეჯის ფართო არჩევანს
  • სხვადასხვა მასალითა და უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულ საძინებელ გარნიტურებსა და სამზარეულოებს
  • შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის ხისა და სხვა თანამედროვე მასალებით მოპირკეთებას

მომხმარებლს შესაძლებლობა აქვს კომპანიის გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ადგილზე შეარჩიოს მისთვის სასურველი მოდელი, ფერი და გადაწყვიტოს ყველა საინტერესო საკითხი.
შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში კომპანიის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ხორციელდება ობიექტის ადგილზე დათვალიერება, ნახაზის შედგენა და ყველა ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით პროდუქციის შეთანხმებულ დროში დამზადება.

კომპანიის დამკვეთები არიან ქართული ხელოვნების კერები : შოთა რუსთაველის, კონსტანტინე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრები. სამთავრებო ორგანიზაციები: ქ. თბილისის მერია, ფინანსთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სააპელაციო და რეგიონალური სასამართლოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
კომპანია თავის მუდმივ პარტნიორებთან და მსხვილ დამკვეთებთან იყენებს განსაკუთრებულ დისქაუნთს.